OpenOffice.org პროდუქტის აღწერილობა

OpenOffice.org გახლავთ საოფისე პაკეტი, რომელიც უფასოა ყველასათვის.

მასში შედის შემდგომი მოდულები:

  • Writer (ტექსტის რედაქტორი და HTML-ის დასამუშავებელი პროგრამა).
  • Calc (ტაბელური კალკულაცია).
  • Draw (ვექტორულ გრაფიკაზე სამუშაო პროგრამა).
  • Impress (პრეზენტაციების მოსამზადებელი პროგრამა).
  • ფორმულების რედაქტორი.
  • მონაცემთა ბაზის მოდული (მზადების პროცესში; ამჟამად თქვენ მოგიწევთ ცალკეული მონაცემთა ბაზის კონტროლერის გამოყენება, როგორიცაა მაგ. უფასო MySQL)

ფუნქციების სიმრავლითა და მოქმედებით OpenOffice.org თამამად შეგვიძლია შევადაროთ სხვა გავრცელებულ (კომერციულ) საოფისე პაკეტების, როგორიც არის მაგ. MS-Office.

დამატებითი ინფორმაციისათვის, თქვენ შეგიძლიათ უიხილოთ ფუნქციათა ჩამონათვალი ამ ბმულზე დაწკაპუნებით [ინგლ.].

თქვენ უპრობლემოდ და თვალის დახამხამებაში შეგიძლიათ გახსნათ და დაამუშაოთ MS-Office პაკეტის (Word, Excel, Powerpoint) უმეტესი ფაილი და შეინახოთ იგი OpenOffice.org-ის ღია სტანდარტზებზე დაფუძნებულ ფორმატში, ან (თუ ისურვებთ), მის საწყის ფორმატში. ძირითადი განსხვავება ის გახლავთ, რომ OpenOffice.org -ში არ იმუშავებს ამ ფაილებში არსებული მაკროები. თუმცა, არსებული მაკროები არ წაიშლება და თქვენ შეგეძლებათ მათი გამოყენება, თუ ამ ფაილებს კვლავ MS-Office-ში გახსნით.
ეს ფუნქცია საკმაოდ დიდი მიღწევა და მის შექმნასა და დახვეწას დიდი სამუსაო დაჭირდა, ვინაიდან MS Office-ის ფაილთა ფორმატი ოფიციალურად არ არის გამოქვეყნებული (ასეთი ინფორმაცია კომპანია Microsoft-ს არსად არ გამოუქვეყნებია). თუ თქვენ შეგხვდებათ MS-Office-ის დოკუმენტი, რომელიც გამართულად არ გაიხსნება OpenOffice.org-ში, გთხოვთ შეატყობინოთ ჩვენს პროგრამისტებს და გამოაქვეყნოთ "issue" [ინგლ.]. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ ფუნქცია უფრო სრულყოფილი გავხადოთ.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ OpenOffice.org არ არის "საბოლოოდ" დასრულებული პროდუქტი (ვინაიდან ყველა სერიოზული და განვითარებადი პროგრამა მუდამ განახლებასა და ახალ სტანდარტებთან შესაბამისობას საჭიროებს). თქვენ იშვიათად შეიძლება რაიმე ხარვეზს წააწყდეთ. ვერსია 1.0-დან პროდუქტი საკმაოდ სტაბილურია.

განსხვავება პროდუტებს StarOffice 6.0 და OpenOffice.org შორის

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ OpenOffice.org-ზე დაფუძნებული კომერციული საოფისე პაკეტი StarOffice, თუ თქვენთვის იმ ფაქტს არ აქვს მნისვნელობა, რომ პროდუქტი უახლოეს მომავალში ქართულ ენაზე არ გამოვა და იგი კომერციულია. ვინაიდან StarOffice იგივე რესურსებს ეფუძნება, რომელსაც OpenOffice.org, მათ შორის ძალიან ბევრია საერთო. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ StarOffice-ს მოყვება რამდენიმე კომპონენტი, რომლებიც არ არის OpenOffice.org პროდუქტში, ან მისი უფასო ალტერნატივაა. მაგალითად, StarOffice-ს მოყვება მართლწერის შემოწმებისა და სინონიმების ლექსიკონების კომერციული პაკეტები სხვადასხვა ენებისათვის (OpenOffice.org-ს უფასო ალტერნატივები გააჩნია), აქვს მონაცემთა ბაზის ფუნქციების უკეთესი ფუნქციები, მოყვება შაბლონებისა და გრაფიკების კოლექცია და ა.შ. StarOffice-ის ლიცენზია ძირითადად 100 ევროზე ნაკლები ღირს, რაც საკმაოდ დაბალი ფასია ასეთი კლასის პროდუქტისათვის. საასურში ასევე შედის კომპანია Sun-ისაგან ოფიციალური ტექნიკური მხარდაჭერა. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოინახულოთ გვერდი Sun Microsystems [ინგლ.].

ა.კ.

 

 

 
ქართული OOo
შესავალი
პროდუქტის შესახებ
აღწერილობა
გადმოტვირთვა
CD-დისკი
მართლწერის შემოწმება
პროექტის შესახებ
აღწერილობა
კითხვა-პასუხი
დახმარების მიღება
საფოსტო გზავნილთა სიები
სახელმძღვანელო
მონაწილეობის მიღება
პროექტში გაწევრიანება
ხარვეზების შეტყობინება
საკონტაქტო ინფორმაცია
საფოსტო გზავნილთა სიები
ელფოსტის მისამართები
სხვა
წევრები
სამართლებრივი მხარე