საფოსტო გზავნილთა ბიულეტენები

აქ თვენ იხილავთ ინფორმაციას OpenOffice.org -ის ქართულენოვან საფოსტო გზავნილთათვის განკუთვნილ ბიულეტენებთან დაკავშირებით.

როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა?

თუ თქვენ გააგზავნით ელფოსტას რომელიმე გზავნილთა ბიულეტენში, იგი ავტომატურად გაეგზავნება ამ ბიუეეტენში გაწევრიანებულ ყველა მომხმარებელს. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სხვა წევრებისაგან თქვენს მიერ ბიულეტენში გამოგზავნილ შეკითხვაზე გაცემული წერილები თქვენც მიიღოთ, გაწევრიანებული უნდა იყოთ ამ ბიულეტენში. სასურველ ბიულეტენში/ სიაში გაწევრიანება ქვემოთ მოცემულ ბმულზე დაწკაპუნებით და შემოთავაზებულ მისამართზე ელფოსტის გაგზავნით არის შესაძლებელი.

რა სახის დისკუსიებისათვის არის განკუთვნილი ბიულეტენები?

  • ბიულეტენი users@ka.openoffice.org განკუთვნილია OpenOffice.org -ის ქართულენოვანი მომხმარებლისათვის და მასში შესაძლებელია ქართულ ენაზე ისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც ამ პროდუქტის გამოყენებას შეეხება. ასევე, შესაძლებელია მის მომხმარებლებს შორის გამოცდილებათა და აზრთა გაცვლა და საუბარი ყველა იმ საკითხზე, რომელიც საინტერესო იქნება OpenOffice.org -ის ქართულენოვანი მომხმარებლისათვის.
  • ალტერნატიულად, თუ თქვენ გსურთ OpenOffice.org -ის გამოყენებასთან დაკავშირებით ისეთ საკითხზებზე საუბარი, რაც ქართულენოვან მომხმარებელს არ შეეხება, შეგიძლიათ გამოქვეყნოთ თქვენი შეკითხვა შესაბამის ინგლისურენოვან საფოსტო გზავნილთა სიებში, როგორებიცაა users@openoffice.apache.org და users@openoffice.apache.org . ამ და სხვა საფოსტო გზავნილთა სიებში გადასვლა შეგიძლიათ მარცხენა მხარეს განთავსებულ Mailing lists ბმულზე დაწკაპუნებით.
  • ბიულეტენი announce@ka.openoffice.org განკუთვნილია პროექტთან დაკავშირებული მთავარი სიახლეებისა და მედიისათვის განკუთვნილი გამოშვებების გამოსაქვეყნებლად. თუ თქვენ გსურთ ავტომატურად მიიღოთ შეტყობინებები პროექტში სიახლეების შესახებ, ან მედიის წარმომადგენელი ხართ, გაწევრიანდით ამ სიაში.

შემდეგი ბიულეტენები ძირითადად მხოლოდ ქართული OOo პროექტის მონაწილეთათვის არის განკუთვნილი, თუმცა გაწევრიანება და ასვეე არქივების დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია.

  • ბიულეტენი dev@ka.openoffice.org განკუთვნილია OpenOffice.org -ის ქართული OOo პროექტთან და გაქართულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისათვის. ამ ბიულეტენში ძირითადად ქართული OOo პროექტის წევრები იღებენ მონაწილეობა.
  • ბიულეტენი cvs@ka.openoffice.org განკუთვნილია OpenOffice.org -ის ქართული OOo პროექტის პროგრამირებისა და მოდულთა ვერსიის კონტროლისათვის. როდესაც პროექტში რომელიმე ფაილი განახლდება, ან ახალი ფაილი/ დირექტორია გაიხსნება, შეტყობინება ავტომატურად ამ ბიულეტენში იგზავნება.
  • ბიულეტენი issues@ka.openoffice.org საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ Issuezilla-ში პროექტთან დაკავშირებული ხარვეზებისა თუ გაუმჯობესების სურვილების შეტყობინებები, მათი გამოქვეყნების შესახებ ინფორმაცია და მათი ცვლილებები/ განვითარება. როდესაც ვინმე ქართული OOo პროექტთან დაკავშირებით ახალ შეტყობინებას (Issue-ს) გახსნის, შესაბამისი ინფორმაცია ამ ბიულეტენში ავტომატურად გამოქვეყნდება.

ქართულენოვანი საფოსტო გზავნილთა ბიულეტენები
სიის სახელი გაწევრიანება წევრობის შეწყვეტა ძიება არქივში არქივის დათვალიერება

users@ka.openoffice.org
OpenOffice.org -ის ქართულენოვანი მომხმარებლებისათვის

გაწევრიანება შეწყვეტა ძიება დათვალიერება

announce@ka.openoffice.org
ქართული OOo პროექტთან და ქართულენოვანი OpenOffice.org -ის სიახლეეები

გაწევრიანება შეწყვეტა ძიება დათვალიერება

dev@ka.openoffice.org
OpenOffice.org -ის გაქართულება და ქართული OOo პროექტის განვითარება.

გაწევრიანება შეწყვეტა ძიება დათვალიერება

cvs@ka.openoffice.org
OpenOffice.org -ის ქართულენოვანი მომხმარებლებისათვის.

გაწევრიანება შეწყვეტა ძიება დათვალიერება

issues@ka.openoffice.org
შეტყობინებათა კონტროლი

გაწევრიანება შეწყვეტა ძიება დათვალიერება


დამატებითი რჩევები საოფოსტო გზავნილების ბიულეტენების გამოსაყენებლად

გთხოვთ ჯერ გაწევრიანდეთ ბიულეტენში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნით შეკითხვა ამ ბიულეტენში.

თუ ორ ისეთ საკითხზე გსურთ შეკითხვის გაგზავნა, რომლებიც ერთმანეთს არ უკავშირდება, გამოაქვეყნეთ ორი ელფოსტა. გარკვევით მიუთითეთ, თუ რას ეხება წერილი ელფოსტის Subject ველში.

გაითვალისწინეთ, რომ ბიულეტენებს მხოლოდ 'რეტრო-მოდერატორი' გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი თქვენი მიერ ბიულეტენში გაგზავნილი ყველა წერილი დაუყოვნებლივ და გაუფილტრავად ეგაზვნება ამ ბიულეტენის ყველა წევრს. ამიტომ, გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ინტერნეტში საფოსტო გზავნილთა ბიულეტენების გამოყენების ეტიკეტს (Netiquette) და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ უშვერი სიტყვები, უხეშად არ გალანძღოთ ან შეურაცხყოფა არ მიაყენოთ რომელიმე პიროვნებას, პროდუქტს, კომპანიას, ორგანიზაციასა თუ ქვეყანას/რეგიონს.

ბიულეტენის წევრებისადმი შენობით მიმართვა მიღებულია და ზრდილობის ეტიკეტის დარღვევად არ ითვლება.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი ელფოსტის მნახველი პროგრამა ისე დააყენოთ, რომ შესაბამისი ბიულეტენიდან მიღებული წერილები შესაბამის კატეგორიაში/ დირექტორიაში გადაიტანოს. ამ ფუნქციას მრავალ პროდუქტში ელფოსტის ფილტრირება ეწოდება და ეს ფუქნცია მრვალ გავრცელებულ ელფოსტის პროგრამას გააჩნია.

აიეტ კოლხი

 

 

 
ქართული OOo
შესავალი
პროდუქტის შესახებ
აღწერილობა
გადმოტვირთვა
CD-დისკი
მართლწერის შემოწმება
პროექტის შესახებ
აღწერილობა
კითხვა-პასუხი
დახმარების მიღება
საფოსტო გზავნილთა სიები
სახელმძღვანელო
მონაწილეობის მიღება
პროექტში გაწევრიანება
ხარვეზების შეტყობინება
საკონტაქტო ინფორმაცია
საფოსტო გზავნილთა სიები
ელფოსტის მისამართები
სხვა
წევრები
სამართლებრივი მხარე