პროექტში გაწევრიანება

a

თუ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავისუფალი დროის თუნდაც უმცირესი ნაწილი პროდუქტის გაქართულებას, საქართველოში და ქართულენოვანი მომხმარებელში გავრცელებასა და დანერგვას დაუთმოთ, გთხოვთ არ დაიზაროთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. ქართული OOo პროექტში მონაწილეობის მიღებას რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნია და თქვენ შეგიძლიათ მრავალმხრივ დაეხმაროთ პროექტს.

პირველ რიგში, ძალიან კარგი იქნება, თუ მონაწილეობას მიიღებთ პროდუქტის გაქართულებაში (ლოკალიზაციაში) და დაგვეხმარებით შევიმუშავოთ პროდუქტში გამოყენებული ძირითადი ტერმინოლოგიის ქართულენოვანი შესატყვისები. ამის გარდა, თქვენი დახმარება სასურველია თვითონ ფრაზების ქართულ ენაზე თარგმნაში. ასევე შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის თარგმნას, ასეთი ახალი სახელმძღვანელოების შექმნას, ქართული OOo ვებგვერდის სხვადასხვა გამოსადეგი რესურსით შევსებას და ა.შ. ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, არ შეეძლოს რაიმე სახით მხარი დაუჭიროს ამ პროექტს.

თუ გსურთ რაიმე სახით დაეხმაროთ ამ პროექტს, გვაცნობეთ ამის შესახებ საფოსტო გზავნილთა სიაში და ჩვენ დიდი სიამოვნებით აგიხსნით, თუ კონკრეტულად როგორ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი დიდსულოვნება.

ა.კ.

 

 

 
ქართული OOo
შესავალი
პროდუქტის შესახებ
აღწერილობა
გადმოტვირთვა
CD-დისკი
მართლწერის შემოწმება
პროექტის შესახებ
აღწერილობა
კითხვა-პასუხი
დახმარების მიღება
საფოსტო გზავნილთა სიები
სახელმძღვანელო
მონაწილეობის მიღება
პროექტში გაწევრიანება
ხარვეზების შეტყობინება
საკონტაქტო ინფორმაცია
საფოსტო გზავნილთა სიები
ელფოსტის მისამართები
სხვა
წევრები
სამართლებრივი მხარე