OpenOffice.org პროდუქტის აღწერილობაOpenOffice.org გახლავთ საოფისე პაკეტი, რომელიც უფასოა ყველასათვის. მასში შედის შემდგომი მოდულები:
ფუნქციების სიმრავლითა და მოქმედებით OpenOffice.org თამამად შეგვიძლია შევადაროთ სხვა გავრცელებულ (კომერციულ) საოფისე პაკეტების, როგორიც არის მაგ. MS-Office. დამატებითი ინფორმაციისათვის, თქვენ შეგიძლიათ უიხილოთ ფუნქციათა ჩამონათვალი ამ ბმულზე დაწკაპუნებით [ინგლ.]. თქვენ უპრობლემოდ და თვალის დახამხამებაში შეგიძლიათ გახსნათ და დაამუშაოთ MS-Office პაკეტის (Word, Excel, Powerpoint) უმეტესი ფაილი და შეინახოთ იგი OpenOffice.org-ის ღია სტანდარტზებზე დაფუძნებულ ფორმატში, ან (თუ ისურვებთ), მის საწყის ფორმატში.
ძირითადი განსხვავება ის გახლავთ, რომ OpenOffice.org -ში არ იმუშავებს ამ ფაილებში არსებული მაკროები. თუმცა, არსებული მაკროები არ წაიშლება და თქვენ შეგეძლებათ მათი გამოყენება, თუ ამ ფაილებს კვლავ MS-Office-ში გახსნით. გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ OpenOffice.org არ არის "საბოლოოდ" დასრულებული პროდუქტი (ვინაიდან ყველა სერიოზული და განვითარებადი პროგრამა მუდამ განახლებასა და ახალ სტანდარტებთან შესაბამისობას საჭიროებს). თქვენ იშვიათად შეიძლება რაიმე ხარვეზს წააწყდეთ. ვერსია 1.0-დან პროდუქტი საკმაოდ სტაბილურია. განსხვავება პროდუტებს StarOffice 6.0 და OpenOffice.org შორისთქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ OpenOffice.org-ზე დაფუძნებული კომერციული საოფისე პაკეტი StarOffice, თუ თქვენთვის იმ ფაქტს არ აქვს მნისვნელობა, რომ პროდუქტი უახლოეს მომავალში ქართულ ენაზე არ გამოვა და იგი კომერციულია. ვინაიდან StarOffice იგივე რესურსებს ეფუძნება, რომელსაც OpenOffice.org, მათ შორის ძალიან ბევრია საერთო. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ StarOffice-ს მოყვება რამდენიმე კომპონენტი, რომლებიც არ არის OpenOffice.org პროდუქტში, ან მისი უფასო ალტერნატივაა. მაგალითად, StarOffice-ს მოყვება მართლწერის შემოწმებისა და სინონიმების ლექსიკონების კომერციული პაკეტები სხვადასხვა ენებისათვის (OpenOffice.org-ს უფასო ალტერნატივები გააჩნია), აქვს მონაცემთა ბაზის ფუნქციების უკეთესი ფუნქციები, მოყვება შაბლონებისა და გრაფიკების კოლექცია და ა.შ. StarOffice-ის ლიცენზია ძირითადად 100 ევროზე ნაკლები ღირს, რაც საკმაოდ დაბალი ფასია ასეთი კლასის პროდუქტისათვის. საასურში ასევე შედის კომპანია Sun-ისაგან ოფიციალური ტექნიკური მხარდაჭერა. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოინახულოთ გვერდი Sun Microsystems [ინგლ.]. ა.კ.
|
|