საფოსტო გზავნილთა ბიულეტენებიაქ თვენ იხილავთ ინფორმაციას OpenOffice.org -ის ქართულენოვან საფოსტო გზავნილთათვის განკუთვნილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა?თუ თქვენ გააგზავნით ელფოსტას რომელიმე გზავნილთა ბიულეტენში, იგი ავტომატურად გაეგზავნება ამ ბიუეეტენში გაწევრიანებულ ყველა მომხმარებელს. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სხვა წევრებისაგან თქვენს მიერ ბიულეტენში გამოგზავნილ შეკითხვაზე გაცემული წერილები თქვენც მიიღოთ, გაწევრიანებული უნდა იყოთ ამ ბიულეტენში. სასურველ ბიულეტენში/ სიაში გაწევრიანება ქვემოთ მოცემულ ბმულზე დაწკაპუნებით და შემოთავაზებულ მისამართზე ელფოსტის გაგზავნით არის შესაძლებელი. რა სახის დისკუსიებისათვის არის განკუთვნილი ბიულეტენები?
შემდეგი ბიულეტენები ძირითადად მხოლოდ ქართული OOo პროექტის მონაწილეთათვის არის განკუთვნილი, თუმცა გაწევრიანება და ასვეე არქივების დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია.
დამატებითი რჩევები საოფოსტო გზავნილების ბიულეტენების გამოსაყენებლადგთხოვთ ჯერ გაწევრიანდეთ ბიულეტენში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნით შეკითხვა ამ ბიულეტენში. თუ ორ ისეთ საკითხზე გსურთ შეკითხვის გაგზავნა, რომლებიც ერთმანეთს არ უკავშირდება, გამოაქვეყნეთ ორი ელფოსტა. გარკვევით მიუთითეთ, თუ რას ეხება წერილი ელფოსტის Subject ველში. გაითვალისწინეთ, რომ ბიულეტენებს მხოლოდ 'რეტრო-მოდერატორი' გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი თქვენი მიერ ბიულეტენში გაგზავნილი ყველა წერილი დაუყოვნებლივ და გაუფილტრავად ეგაზვნება ამ ბიულეტენის ყველა წევრს. ამიტომ, გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ინტერნეტში საფოსტო გზავნილთა ბიულეტენების გამოყენების ეტიკეტს (Netiquette) და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ უშვერი სიტყვები, უხეშად არ გალანძღოთ ან შეურაცხყოფა არ მიაყენოთ რომელიმე პიროვნებას, პროდუქტს, კომპანიას, ორგანიზაციასა თუ ქვეყანას/რეგიონს. ბიულეტენის წევრებისადმი შენობით მიმართვა მიღებულია და ზრდილობის ეტიკეტის დარღვევად არ ითვლება. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ელფოსტის მნახველი პროგრამა ისე დააყენოთ, რომ შესაბამისი ბიულეტენიდან მიღებული წერილები შესაბამის კატეგორიაში/ დირექტორიაში გადაიტანოს. ამ ფუნქციას მრავალ პროდუქტში ელფოსტის ფილტრირება ეწოდება და ეს ფუქნცია მრვალ გავრცელებულ ელფოსტის პროგრამას გააჩნია. აიეტ კოლხი
|
|