OpenOffice.org მისაწვდომობის პროექტი

ბოლო ცვლილება: 2007 წლის 14 მაისი

პროექტის მიზანია

OpenOffice.org საოფისე პაკეტი მისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ადამიანისათვის, მიუხედავად მათი მხედველობითი, სმენითი ან სხვა სახის შეზღუდვისა. განსაზღვრულია სამი ძირითადი მიმართულება, რისი მიხდვითაც პროგრამა უნდა გაუჯობესდეს:
  1. სამომხმარებლო გარემოს ზოგადი გაუმჯობესება
    გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი მარტივად გამოყენებადი უნდა იყოს. დიალოგების ტექსტი მოკლე და მარტივად გასაგებად უნდა დაიწეროს, ასევე მომხმარებელს უნდა შეეძლოს კლავიატურის გამოყენებით სრული ნავიგაცია. ყოველთვის ასევე, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, თუ სად მდებარეობს შეტანის კურსორი.

    გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი ნებისმიერი ამ სახის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს მის მისაწვდომობისათვის განსაზღვრულ დანარჩენ ორ მიმართულებას.

  2. მობილური გამოყენების მხარდაჭერა
    პროდუქტის მობილური გამოყენების ფუნქციების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ შეუძლებელია ერთი ან რამდენიმე შეტანის გზის გამოყენება და შესაბამისად შეზღუდულია პროგრამასთან მომხმარებლის ინტერაქციის გზები. მაგ. ავტომანქანის მართვისას მძღოლს არ შეუძლია ტექსტის ეკრანიდან წაკითხვა, ან ტექსტის კლავიატურის საშუალებით შეყვანა. თუმცა, მძროლს შეუძლია უკარნახოს პროგრამას შესაბამისი ბრძანებები ან ტექსტი, ასევე მოისმინოს დიალოგური შეტყობინებები ან ტექსტი, თუ მას პროგრამა ენის სინთეზატორის გამოყენებით წაუკითხავს. მეორე მაგალითად შეგვიძლია Palmtop-ის ტიპის პორტატიული კომპიუტერი დავასახელოთ. პროგრამასთან ინტერაქციის ალტერნატიულ გზებში შედის ვირტუალური კლავიატურები, შეხებადი ეკრანი, ხელნაწერის ან ხმის ამოცნობა.
  3. უნარშეზღდული მომხმარებლები
    ზოგიერთი უნარის შეზღუდვა შესაძლოა დაბადებით, შემთხვევით ან დაავადებით, ან სულაც ასაკთან ერთად ჩამოყალიბდეს. უნარშეზღუდული მომხმარებლისათვის შესაძლოა მნივნელოვანი იყოს გამოიყენოს ალტერნატიული შეიყვანის ან ამოკითხვის გზები, როგორიცაა მაუსები, ეკრანები და ა.შ. პროდუქტთან ინტერაქციის ალტერნატიულისაშუალებებს დამხმარე ტექნოლოგიები (Assistive Technologies) ეწოდება.

საქართველოში უნარძეზღუდულთა უფლებებს რამდენიმე ორგანიზაცია იცავს. უნარშეზღუდულობის გამო ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს და საზოგადოებაში ჩართვისა და მოღვაწეობის თანაბარი უფლებები და დამოიკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს. ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა დამხმარე ტექნოლოგიების განვითარებას ენიჭება.

შეზღუდვები და დამხმარე ტექნოლოგიები

აქ ჩამოთვილია რამდენიმე სახის შეზღუდვა და ამგვარი შეზღუდვების მქონე ადამიანისათვის შესაძლო ტექნოლოგიური დახმარების შესაძლებლობა:

  • ახლომხედველობა
    • დიდი ზომის შრიფტებისა და ხატულების მხარდაჭერა, ან ეკრანის ლუპის ხელსაწყოს მხარდაჭერა.
    • მკაფიო შრიფტების გამოყენება, ასვე ხელნაწერი და რთულად გარჩევადი შრიფტის ადვილად კითხვად შრიფტში გადაყვანა.
    • წინა პლანსა და უკანა ფონს შორის კონტრასტის გაზრდის შესაძლებლობა.
    • ფონური გრაფიკის ან გაფორმების გამორთვის შესაძლებლობა.
  • ფერთა აღქმის უნარის შეზღუდვა
    ინტერაქციის ელემენტების ფერებით გამოყოფის გარდა სხვა სახით გამოყოფის შესაძლებლობა.
  • მხედველობის დაქვეითება
    იმისათვის, რომ მხედველობადაქვეითებულლმა მომხმარებელმა Openoffice.org საოფისე პაკეტის გამოყენება შეძლოს, მას გრაფიკული ინტერფეისის ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, რაც შესაძლოა იყოს
    • ტექსტისა და ინტერფეისი ელემტების წამკითხველი ენის სინთეზატორის საშუალებით, რაც მომხმარებელს ამოუკითხავს ეკრანზე არსებულ ინფორმაციას.
    • ბრაილის ტიპის ინტერაქციის მოწყობილობა
    • ასეთი სახის მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს ეკრანზე არსებული ინფორმაცია ბრაილის სახით მიიღოს მომხმარებელმა.
  • სმენის დაქვეითება
    • ხმოვანი ინფორმაციის სუბტიტრებითა და წარწერებით წარმოჩენა.
    • ხმოვანი სიგნალებისა და შეტყობინებების ვიზუალურად გაფორმება.
  • მოძრაობის შეზღუდვა
    აღნიშნული შეზღუდვის მქონე მომხმარებლების ხელშეწყობა შემდეგნაირად არის შესაძლებელი:
    • ალტერნატიული სამართავი მოწყობილობები, მაგ. ფეხით სამართავი მაუსი, ან თვალით სამართავი ბურთულა-მაუსი.
    • ეკრანული ღილაკები და კლავიატურები, რომელთა მართვაც მაუსით ან ალეტრნატიული სამართავი მოწყობილობებით არის შესაძლებელი.
    • ხმოვანი კარნახის ამოცნობა.
    • შენელებული მმართველო კლავიშების ფუნქცია საშუალებას გვაძლევს მმართველი კლავიშები (როგორებიცაა მაგ. Shift, Control და Alt) ერთი თითითაც გამოვიყენოთ.
  • შესწავლის უნარის დაქვეთება
    სამომხმარებლო ინტერფეისის გამარტივება, დახმარების ტექსტებისა და მომზადების პროგრამების არსებობა.
  • ეპილეფსია
    მოციმციმე, მოტრიალე ან მოძრავი ელემენტთა რეგულირებისა და შეჩერების ფუნქცია.

აქ შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა სახის შეზღუდვათა სია , რომელიც Gnome პროექტის მიერ არის შედგენილი.

OpenOffice.org-ის მისაწვდომობა

ზემოაღნიშნული მეთოდების განსახორციელებლად, აუცილებელია ცალკეულად განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
  • კლავიატურით მართვა
    OpenOffice.org-ის უმეტესი ნაწილი უკვე იმართება კლავიატურით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ისეთი ფუნქციის დანრგვაზე, რაც საშუალებას მოგცემს კლავიატურის დახმარებით გადავიდეთ ღია დიალოგურ სარკმელებს შორის, ასევე OLE-ობიექტთა აქტივაციისა და დეაქტივაციის საშუალებას.
  • კლავიატურის ვიზუალიზაციის გაუმჯობესება
    მორგებული ან განსხვავებული კლავიატურის გამოყენება მეტნაკლებად ყველა გავრცელებულ პლატფორმაზეა შესაძლებელი და ამას თვითონ ოპერაციული სისტემა უზრუნველყოფს. OpenOffice.org-ში უკვე შესაძლებელია უფრო მკაფიო და მოზრდილი შრიფტების გამოყენება.
  • დამხამრე ტექნოლოგიები (AT)
    დამხმარე ტექნოლოგიების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაზე რთული საფეხურია. ამჟამად არსებობს რამდენიმე გეითვეი, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ზოგიერთი ინფორმაციის შეტანისა და გამოტანის მოწყობილობა. ვინაიდან Java ტექნოლოგია პლატფორმაზე დამოკიდებული არ არის, ამ ტექნოლოგიას მრავალი დამხმარე ტექნოლოგიების მხარდაჭერის პროექტი იყენებს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ასევე Gnome-ს მისაწვდომობის პროექტმა.

დამხამრე ტექნოლოგიების მხარდაჭერა

OpenOffice.org მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას, დაამუშაოს, ნახვა და ამობეჭდოს დოკუმენტები. იმისათვის, რომ ეს დავალებები მარტივად და ინტუიციურად შესრულდეს, საოფისე პაკეტი გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (GUI) იყენებს. მისაწვდომობა კი ნიშნავს, რომ დოკუმენტთა შექმნა, დამუშავება, ნახვა და ამობეჭდვა იმ მომხმარებელსაც შეეძლოს, რომელიც ამგვარ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს ვერ გამოიყენებს. დამხმარე ტექნოლოგიების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიების მხარდაჭერას, რაც ამგვარი მომხმარებლისათვისაა განსაზღვრული.

ამისათვის არსებულ დოკუმენტებზე და სამართავ ელემენტებზე დამხამრე ტექნოლოგიებს სრული წვდომა უნდა გააჩნდეს. დამხარე ტექნოლოგიების მწარმოებელს ეს საშუალებას მიცემს პროგრამის სამართავი ელემენტები საკუთარ ხელსაწყოს მოთხოვნილებებს მოარგოს, ასევე შეუფერხებლად შექმნას დამატებითი ამგვარი ხელსაწყოები, რაც თავსებადი იქნება საოფისე პაკეტთან და ყველა მომხამრებელს შეეძლება ერთსა და იმავე დოკუმენტზე მუშაობა.

ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პროექტი UNO Accessibiltiy API (UAA).

UNO Accessibility API

აქ შეგიძლიათ იხილოთ დაწვილებითი ინფორმაცია პროქტის შესახებ — UNO Accessibility API (ინგლ.).

აქ იხილავთ ბმულებს, სადაც აღწერილია თითოეულ კომპონენტში დოკუმენტთა წარმოსახვის მეთოდები:

დამატებითი ინფორმაცია დოკუმენტებში არსებული ელემენტების მისაწვდომობის მიზნით გამოყენების შესახებ შეგიძლიათ აქ იხილოთ.

ტესტურება და შეცდომათა აღმოფხვრა

არსებობს გრაფიკული პროგრამა Accessibility Work Bench. იგი იყენებს UNO Accessibility API-ს და საშუალებას გვაძლევს გამოვცადოთ მიმდინარე პროგრამა, თუ რამდენად მისაწვდომია იგი სხვადასხვა სახის დამხმარე ტექნოლოგიებიდან.

მონაწილეობის მიღება

OpenOffice.org პროექტის განვითარება დაგზავნის სიების საშუალებით ხდება. პროექტში მონაწილეობის მიღება თქვენც შეგიძლიათ — ამისათვის მოინახულეთ მარცხნივ განთავსებული ბმული „Mailing Lists“. ეს საშუალებას მოგცემთ გაწევრიანდეთ სასურველ დაგზავნის სიაში, ან დაათვალიეროთ არქივი. მისაწვდომობის პროექტის დაგზავნის სიის სახეკუა dev@ui.openoffice.org. სიაში გაწევრიანება შეგიძლიათ ამ ბმულზე დაწკაპუნებით, აბონირების შეწყვეტა კი ამ ბმულით. დაგზავნის სიის დასათვალიერებლად დააწკაპუნეთ ამ ბმულზე.

შემოკლებები და ზოგიერთი ტერმინის განმარტება

API, Application Programmers Interface — აპლიკაცის პროგრამული ინტერფეისი
AT, Assistive Technology — დამხმარე ტექნოლოგია — პროგრამებული და მოწყობილობები, რომლებიც ინფორმაციის შეტანისა და გამოტანის ალტერნატიურ საშუალებას იძლევა.
GUI, Graphical User Interface — გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი
JAA, Java Accessibility API — Java ტექნოლოგიზე დაფუძნებული მისაწვდომობის პროგრამული ინტერფეისი (API).
MS-AA, Microsoft Accessibility API — კომპანია Microsoft-ის მისაწვდომობის პროგრამული ინტერფეისი
UAA, Uno Accessibility Interface — Openoffice.org-ის მისაწვდომობის პროგრამულ ინტერფეისზე წვდომისათვის განკუთვნილი ინტერფეისი.
UI, User Interface — სამოხმარებლო ინტერფეისი
UNO, Universal Network Objects — UNO კომპონენტთა მოდელია, რაც სხვადასხვა პროგრამულ ენებს, ობიექტურ მოდელებს, კომპიუტერულ არქიტექტურებსა და პროცესევს შორის თანამშროლობას უზრუნველყოფს.

ბმულები

ზოგადი:

ტექნიკური:

პროგრამული ინტეფეისები:

  • UNO Accessibility API: http://ui.openoffice.org/accessibility/unoapi.html
  • Java Accessibility (version 1.4): http://java.sun.com/j2se/1.4/docs/guide/access/
  • The Gnome Accessibility Project: http://developer.gnome.org/projects/gap/
  • W3 კონსორციუმის წესები: http://www.w3.org/TR/WCAG20/
  • IBM-ის საიტი მისაწვდომი HTML-ის შექმნის შესახებ: http://www-3.ibm.com/able/accessweb.html
  • 'Bobby' HTML შემქმნელთათვის განკუთვნილი ხელსაწყოა და საშუალებას იძლევა გადავამოწმოთ არსებული საიტები: http://www.cast.org/bobby

  • Valid XHTML 1.0 Transitional