კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
რა არის OpenOffice.org?
OpenOffice.org ძირითადად საოფისე საქმიანობისათვის განკუთვნილი პროგრამებისაგან შემდგარი პაკეტია.
OpenOffice.org ღია, უფასო პროგრამაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ასევე მიიღებთ პაკეტის სრულ პროგრამულ კოდს, რაც საშუალებას მოგცემთ (თუ ამის გამოცდილება გაქვთ) თავად დაამატოთ სასურველი ფუნქციები. ასევე, თქვენ ნებისმიერი დროს შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ პროექტის გაუმჯობესებასადა და განვითარებაში.
OpenOffice.org მთლიანად პროექტსაც ეწოდება, რაც სრულ (საერთაშორისო) შემქმნელებისა და მომხმარებლების საზოგადოებას გულისხმობს.
რისი გაკეთება შეიძლება OpenOffice.org საოფისე პაკეტით?
პაკეტი რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება:
- Writer გახლავთ მოდული, რომელის ტექსტის რედაქტირებისთვისაა განკუთვნილი. Writer-ს გააჩნია ის უმეტესი ფუნქციები, რაც ბაზარზე მყოფ სხვა ტექსტურ რედაქტორებს მოყვება.
- Calc კი ცხრილური კალკულაციის მოდული გახლავთ. აქაც თქვენს განკარგულებაში ყველა ის ფუნქცია, რაც საჭიროა ელექტრო ცხრილებთან სამუშაოდ.
- Impress-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი პრეზენტაციები შექმნათ.
- Draw გახლავთ ვექტორული გრაფიკის სახატავი პროგრამა.
- მოდული Math საშუალებას გაძლევთ მარტივად გამოსახოთ მათემატიკური ფორმულები, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ყველა მათემატიკური პროგრამისათვის.
- Base მონაცემთა ბაზასთან სამუშაო მოდული. იგი საშუალებას გაძლევთ შექმნათ მონაცემთა ბაზა, ან თანდართული დრაივერის საშუალებით დაუკავშირდეთ საკუთარ მონაცემთა ბაზას.
დამატებითი ინფორმაცია პოექტის შესახებ შეგიძლიათ მარჯვენა ნავიგაციის მენიუში იხილოთ.