OpenOffice.org 2 — ფუნქციები

შესავალი
OpenOffice.org 2 - ტექსტური რედაქტორი, ელექტროცხრილები, პრეზენტაციების რედაქტორი და სხვ.
OpenOffice.org 2 ღია, პლატფორმაზე დამოუკიდებელი საოფისე პაკეტი გახლავთ. მას მრავალი ფუნქცია გააჩნია. სამომხმარებლო ინტერფეისი და ფუნქციები არაფრით ჩამოუვარდება ბაზარზე არსებულ კომერციულ საოფისე პაკეტებს (როგორიცაა მაგ. Microsoft-ის საოფისე პაკეტი პროგრამებით Word, Excel და PowerPoint), თუმცა, მათგან გასხვავებით, OpenOffice.org სრულიად უფასო და თავისუფლად გავრცელებადი პროდუქტია.
 
ძირითადი ფუნქციები
OASIS OpenDocument — XML ფაილის ფორმატი
OpenOffice.org პაკეტი ვერსია 2.0-დან სტანდარტულ ფორმატად OASIS OpenDocument XML ფაილის ფორმატს იყენებს. OASIS OpenDocument ფორმატი სტანდარტად აღიარებული ფაილთა გაცვლის ღია ფორმატია, რისი გამოყენებაც მრავალ პროდუქტში და პლატფორმაზე შეგიძლიათ. შედეგად, ფაილის ამ ფორმატში შექმნით შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ფაილს სამომავლოდ თავსებადობის პრობლემები არ ექნება.
OpenDocument ფორმატი. OpenOffice.org პაკეტის გარდა სტანდარტულ ფორმატად გამოიყენება სხვადასხვა ღია პროგრამულ წყაროზე დაფუძნებულ პროგრამებში, როგორიცაა KOffice, ასევე OpenOffice.org-ის ბაზაზე შექმნილი პაკეტი StarOffice. გარდა ამისა, OASIS OpenDocument ფაილის ფორმატი დამტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (ISO) მიერ და შემოთავაზებულია ევროკომისიის მიერ.
 
Impress: განახლებული ინტერფეისი პრეზენტაციების შესაქმნელად
განახლებული, მრავალპანელიანი ინტერფეისი საპრეზენტაციო პროგრამას Impress-ის გამოყენებას უფრო იოლს ხდის. ყველა მნიშვნელოვანი ხელსაწყოსა თუ სარკმელის მიღწევა ერთი დაწკაპუნებით არის შესაძლებელი. მომხმარებლები, რომლებსაც Microsoft PowerPoint პროდუქტთან აქვთ ნამუშევარი, OpenOffice.org-ს უპრობლემოდ შეეჩვევიან.
 
გაფართოებული სახატავი ფორმები (თავსებადი Microsoft-ის AutoForms ფუნქციასთან)
OpenOffice.org-ს გააჩნია ფორმების შესქმნელი ფუნქცია. შესაძლებელია ფორმების Microsoft Office-ის პროუქტებიტან იმპორტი და გამოყენებაც. შესაძლებელია OpenOffice.org 2-ის სახატავი ფორმების ზომისა და იერსახის შეცვლაც.
 
დამატებითი გადასვლებისა და ანიმაციის ეფექტები
OpenOffice.org-ს უკვე ბევრად მეტი გადასვლისა და ანიმაციის ეფექტის მხარდაჭერა გააჩნია. თქვენ მეტი შესაძლებლობები გაქვთ თქვენს პრეზენტაციას პროფესიონალური ელფერი მიანიჭოთ. ასევე გაუმჯობესდა თავსებადობა Microsoft Powerpoint პროდუქტთან.
 
გაფართოებული PDF-ექსპორტი
OpenOffice.org ვერსია 1.1-ში უკვე არსებობდა ფაილის PDF-ფორმატში ექსპორტის ფუნქცია. ვერსია 2-ში უკვე შესაძლებელია განისაზღვროს ჩაშენებული სურათების კომპრესირების დონე, ასევე სწორად მუშავდება ხატულება და ბმულები.
 
მონაცემთა ბაზის ახალი პროდუქტი
OpenOffice.org 2-ს მონაცემთა ბაზასთან მუშაობაც შეუძლია. გამოუცდელ მომხმარებელს OpenOffice.org პაეკტი მონაცემთა ბაზის ოსტატსაც თავაზობს, რისი საშუაკებითაც მონაცემთა ბაზის შექმნა რაიმე კონკრეტულის ცოდნის გარეშე არის შესაძლებელი. ახალი, ინტეგრირებული HSQLDB-მონაცემა ბაზის ძრავა, რომელიც Java-ს ეფუძნება, საშუალებას გაძლევთ შექმნათ მონაცემთა ბაზის დოკუმენტები. ამგვარ დოკუმენტებს საკუთარი სერვერი (როგორიცაა მაგ. MySQL ან Adabas D) არ ჭირდება. მთელი ინფორმაცია (ცხრილთა განსაზღვრებები, მონაცემები, ბმულები და ანგარიშები) ერთ XML-ფაილში ინახება.
 
სერიული წერილების ოსტატი
სერიული წერილების შექმნის ოსტატი გაგიადვილებთ მრავალი ადრესატისთვის განსაზღვრული წერილების მომხადებას. ოსტატი ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიზღვებათ პროცესის განნავლობაში. მისამართთა წყაროდ მრავალი სახის ინფორმაციის გამოყენება შეგიძლიათ.
 
გაფართოებული სტატისტიკის ფუნქციები
სხვა საოფისე პაკეტებში დოკუმენტის სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ დოკუმენტის თვისებებში არის მოცემული. OpenOffice.org 2 საშუალებას გაძლევთ შეიტყოთ მონიშნული მონაკვეთის სიტყვათა რაოდენობა: „ხელსაწყოების“-ს მენიუში თქვენ იხილავთ „სიტყვათა მთვლელი“-ს ფუნქციას.
 
ელექტრონული ხელმოწერები
კიდევ ერთი ძალიან გამოსადეგი ფუნქცია ელექტრონული ხელმოწერების მხარდაჭერაა. OpenOffice.org-ს ციფრული სერთიფიკლატების მიღება ყველა გავრცელებული სერვერიდან შეუძლია. ვინაიდან საქართველოში უკვე არსებობს კანონპროექტი ელექტრონული ხელმოწერების შესახებ, ეს ფუნქცია მომავალში კიდევ უფრო გამოსადეგი გახდება.
 
XForms-ის მხარდაჭერა
OpenOffice.org 2 საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ W3C სტანდარტზე დაფუძნებული XForms ფორმულარები. XForms ფორმულარების მომზადების და მონაცემთა მიბმის მარტივი და მოხერხებული საშუალებაა, რაც პროგრამირების გამოცდილებას არ საჭიროებს.
 
თავსებადობა სხვა გავრცელებულ საოფისე პაკეტებთან
OpenOffice.org 2 საოფისე პაკეტში შეგიძლიათ უპრობლემოდ გამოიძახოთ სხვა გავრცელებულ საოფისე პროგრამებში მომზადებული დოკუმენტები, როგორიცაა მაფ. Microsoft Word, Microsoft Excel და Corel Word Perfect. თქვენ ასევე საშუალება გაქვთ შეინახოთ OpenOffice.org 2-შ მომზადებული დოკუმენტები აღნიშნული პროდიქტების ფორმატში.
 
65 536 რიგი ელცხრილების პროგრამა Calc-ში
OpenOffice.org 2-ის ელცხრილების პროგრამა Calc საშუელაბას გაძლევთ ერთ ელექტრონულ ცხრილში 65 536 რიგი მოათავსოთ. ეს რიცხვი თავსებადია Microsoft Excel-თან და მასში მომზადებულ ელექტრონული ცხრილების დოკუმენტებთან.
 
მრავალმხრივი გამოთვლითი და დიაგრამული ფუნქციები
OpenOffice.org 2-ის პროდუქტი Calc უამრავ მათემატიკურ, ფინანსურ, სტატისტიკურ და მონაცემთა ანალიზის ფუნქციას შეიცავს, რაც ელექტრონულ ცხრილებში მუშაობისას განუსაზღვრელ შესაძლებლობებს განიჭევთ.
 
მარტივი ინსტალაცია და წვდომა ყველა გავრცელებულ სამომხმარებლო პლატფორმაზე
OpenOffice.org 2 შეგიძლიათ დააყენოთ როგორც Microsoft Windows-ის პლატფორმაზე, ასევე მრავალ სხვა გავრცელებულ სამომხმარებლო გარემოში, როგორიცაა Mac OS X, ლინუქსის ყველა გავრცელებული დისტრიბუცია და სხვ. ინსტალაცია ძალიან მარტივია და ერთ პლატფორმაზე შექმნილი ფაილი უპრობლემოდ შეგიძლიათ გახსნათ სხვა პლატფორმაზე.
 
საიმედო პროდუქტი სამომავლო საქმიანობისთვისაც
როგორც იცით, საქართველოში უახლოეს მომავალში ამოქმედდება კანონი, რომელიც კომპანიებს და მომხმარებლებს არალიცენზირებული პროგრამული პროდუქტების გამოყენებას აკრძალავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მოგიწევთ შეიძინოთ ყველა იმ კომერციული პლატფორმისა თუ საოფისე პაკეტის ლიცენზია, რომლის გამოყენებაც გსურთ. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც ყველა ქართულ სკოლაში სულ მალე ლინუქსის პლატფორმა და სხვა ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული პროდუქტები დაინერგება. აღნიშნული კანონის ამოქმედებისას კი მრავალი კომპანია და მომხმარებელი დაუყოვნებლივ მოახდენს მიგრაციას ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული თავისუფალი პროდუქტებზე. თქვენ დღესვე გაქვთ საშუალება გამოიყენოთ ღია და თავისუფალი OpenOffice.org 2 საოფისე პაკეტი, რაც საშუალებას მოგცემთ მომავალში შეუფერხებლად განაგრძოთ საქმიანობა კომერციულ ლიცენზიებზე და ფაილების გაცვლის ფორმატზე ზრუნვის გარეშე.
 
მხარდაჭერა და მომსახურება
ჩვენი პროექტის მიზანია უფასო ტექნიკური მხარდაჭერა გაგიწიოთ OpenOffice.org საოფისე პაკეტის გამოყენებაში. OpenOffice.org-ის საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი, პროგრამისტი და პროექტის წევრი ასევე სიამოვნებით უპასუხებს თქვენს შეითხვებს. კომპანიებს ასევე საშუალება აქვთ მიიღონ კომერციული ტექდახმარება და მხარდაჭერა, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული კომპანიებისაგან.
 
დამატებითი ინფორმაცია
ეკრანის ანაბეჭდები (ინგლ.)
პროდუქტის აღწერილობა ინგლისურ ენაზე
ქართულენოვანი OpenOffice.org-ის ჩამოტვირთვა

Valid XHTML 1.0 Transitional