OpenOffice.org 2 — დაუჭურეთ მხარი პროექტს!

პროექტში გაწევრიანება

თუ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავისუფალი დროის თუნდაც უმცირესი ნაწილი პროდუქტის გაქართულებას, საქართველოში და ქართულენოვანი მომხმარებელში გავრცელებასა და დანერგვას დაუთმოთ, გთხოვთ არ დაიზაროთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. ქართული OOo პროექტში მონაწილეობის მიღებას რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნია და თქვენ შეგიძლიათ მრავალმხრივ დაეხმაროთ პროექტს.

პირველ რიგში, ძალიან კარგი იქნება, თუ მონაწილეობას მიიღებთ გაქართულებული პროდუქტის გამოცდაში და დაგვეხმარებით აღმოვფხვრათ შესაძლო ხარვეზები. ასევე შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის თარგმნას, ასეთი ახალი სახელმძღვანელოების შექმნას, ქართული OOo ვებგვერდის სხვადასხვა გამოსადეგი რესურსით შევსებას და ა.შ. ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, არ შეეძლოს რაიმე სახით მხარი დაუჭიროს ამ პროექტს.

სხვა სახის მხარდაჭერა

პროექტუს არაკომერციული ხასიათის გამო, პოექტი მუდამ ეძებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერას.

ფინანსური შემოწირულობით დაფინანსდება სარეკლამო ბროშურების და ფლაიერების, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გამოცემა, ასევე კონფერენციების მოწყობა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, ქართული ენის ინტეგრაციისადმი გამიზნული პროექტების მხარდაჭერა და ა.შ.

OpenOffice.org ქართულენოვანი პროექტი, ისევე როგორც სათაო OpenOffice.org პროექტი, არაკომერციული და სრულად გამჭვირვალე პროექტია.

Valid XHTML 1.0 Transitional